უკრაინაში გამოცემა „ნეტეშინსკი ვესტნიკის“ მთავარი რედაქტორი ოლგა მოროზი მოკლეს
უკრაინაში ჟურნალისტი ოლგა მოროზი მოკლეს. მოროზი ხმელნიცკის ოლქის გამოცემა „ნეტეშინსკი ვესნიკის“ მთავარი რედატორი იყო. რუსული გამოცემა „უტრო.რუ“-ს ინფორმაციით, ოლგა მოროზის სხეული მის საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. ხმელნიცკის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველომ ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკაშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, ასევე განიხილება მკვლელობის კავშირი მოროზის პროფესიულ საქმიანობასთან.
შეგახსენებთ, გუშინ კიევში უკერაინელი ჟურნალისტი ოლეს ბუზინა მოკლეს.