ჩეხეთის სეიმში ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით პეტიცია შეიტანეს

ჩეხეთში შეიძლება დაიწყოს ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა. შესაბამისი პეტიცია ქვეყნის სენატში უკვე შეტანილია. პეტიციის ავტორები მილოშ ზემანს ჩეხეთის ინტერესების ღალატში, პრორუსულ პოლიტიკაში და საერთაშორისო დონეზე ჩეხეთის ღირსების შელახვაში ადანაშაულებენ.
იმპიჩმენტის ინიციატორები აცხადებენ, რომ რუსული პროპაგანდა კარგად იყენებს ზემანის გამონათქვამებს, ეს კი ჩეხეთის კონსტიტუციას არ შეესაბამება და ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება. სკანდალი ჩეხეთში პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ზემანი მოსკოვში გაემგზავრება, მაგრამ სამხედრო აღლუმს არ დაესწრება. მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებებზე, მილოშ ზემანის გარდა, ჩინეთის, მონღოლეთის, ვიეტნამის, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის და კუბის ლიდერები ჩავლენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები