მუსულმანმა მიგრანტებმა ქრისტიანები ნავიდან ზღვაში გადაყარეს

იტალიის პოლიციამ 15 მუსულმანი მიგრანტი დააკავა, რომლებმაც 12 ქრისტიანი ნავიდან ზღვაში გადააგდეს. ისინი აფრიკიდან იტალიაში მიემგზავრებოდნენ. თვითმხილველების თქმით, გასაბერ ნავზე ჩხუბი ატყდა, რომლის დროსაც განელი და ნიგერიელი მიგრანტები ზღვაში ჩააგდეს. სავარაუდოდ, ყველა მათგანი დაიღუპა.
მთლიანად ნავის ბორტზე 105 ადამიანი იმყოფებოდა. იტალიის სამართალდამცველმა ორგანოებმა დამნაშავეები უკვე დააკავა და მათ დამამძიმებელი გარემოებებით განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. გაეროს მონაცემებით, გასულ წელს ხმელთაშუა ზღვაში 3 500-მდე არალეგალი მიგრანტი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები