ისლამისტებმა ერაყის ქალაქ მოსულში ქრისტიანების საფლავები გაანადგურეს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ მოსულში ქრისტიანების უძველესი საფლავები გაანადგურეს. მოსული ისლამისტური დაჯგუფების „დედაქალაქია“ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში. ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე მომუშავე ექსპერტების აზრით, სასაფლაოების განადგურება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ბოლო დროს ჩადენილი ყველაზე საშინელი დანაშაული არ არის. თუმცა ამით ისინი დასავლეთს სიგნალს უგზავნიან, რომ შეუძლაით დაუსჯელად თავს დაესხნენ ქრისტიანებს, მათ რელიგიურ ძეგლებს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლით.
„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები სირიაში და ერაყში ქრისტიანულ ძეგლებს მანამდეც ესხმოდნენ თავს. აპრილის დასაწყისში კი მათ მოსულიდან 120 მოსწავლე გაიტაცეს, რომელთა ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები