ჩინეთში სახელმწიფო საიდუმლოების გაცემისთვის ჟურნალისტს 7- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

71 წლის ჩინელ ჟურნალისტს გაო იუს პეკინის სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვეტერან ჟურნალისტს სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებაში ადანაშაულებენ. გამოძიების მასალაების მიხედვით, გაო იუმ უცხოეთის საინფორმაციო საშუალებებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის საიდუმლო დოკუმენტი გადასცა, რომელშიც საუბარია თავისუფალი პრესის საფრთხეზე ჩინეთის მმართველი პარტიისთვის, რომელმაც ამის შედეგად ძალაუფლებაზე მონოპოლია შეიძლება დაკარგოს.
სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დოკუმენტის არსებობას ადასტურებს, რომელიც ჩინეთის საზოგადოებაში ღიად არასოდეს განხილულა. პროკურატურა გაო იუსთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვდა, თუმცა საბოლოოდ სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები