აზერბაიჯანელ უფლებადამცველს რასულ ჯაფაროვს 6 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

 

ბაქოს მძიმე დანაშუალების სასამართლომ უფლებადამცველ რასულ ჯაფაროვს 6 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით, ჯაფაროვს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახადისგან თავის არიდება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ბრალდება. კერძოდ, სასამართლოს დასკვნაში ნათქვამია, რომ რასულ ჯაფაროვმა 2010 წელს შესაბამის ორგანოებში არ დაარეგისტრირა აშშ-ს დემოკრატიის მხარდამჭერ ფონდთან და სხვა დონორ ორგანიზაციებთან გაფორმებული საგრანტო შეთანხმება. ამის გამო მან სახელმწიფო ბიუჯეტი 6 ათას 162 მანათით აზარალა. გამოძიებას აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა აწარმოებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები