რუმინეთში ნატოს ქვეყნებისა და მოლდოვას ერთობლივი წვრთნები დაიწყო
ნატოს წევრი ქვეყნების, ასევე მოლდოვის შეიარაღებულმა ძალებმა რუმინეთში ერთობლივი წვრთნები დაიწყეს. წვრთნებში „Wind Spring-2015“ 2 200 სამხედრო პირი მონაწილეობს აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, რუმინეთიდან და მოლდოვადან. პოლიგონი მოლდოვისა და უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. ექსპერტთა აზრით, მანევრები დნესტრისპირეთში რამდენიმე დღის წინ რუსეთის მიერ ჩატარებული წვრთნების საპასუხოდ ტარდება. როგორც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჩეხმა გენერალმა პეტრე პაველმა განაცხადა, ნატო უფრო აქტიურად უნდა აღუდგეს წინ რუსეთის მხრიდან გამოწვევებს, რაც სამხედრო ხარჯების გაზრდას და წვრთნების უფრო ხშირ ჩატარებას გულისხმობს.