პუტინი იმედოვნებს, რომ „მისტრალების“ მიწოდებაზე უარის შემდეგ საფრანგეთი რუსეთს ფულს დაუბრუნებს
ვერტმფრენმზიდ „მისტრალების“ მიწოდებაზე უარის შემდეგ საფრანგეთმა რუსეთს ფული უნდა დააბრუნოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „პირდაპირი ხაზის“ დროს გააკეთა.
„ფრანგები პატიოსანი ხალხია. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ „მისტრალების“ გადმოცემაზე უარის შემდეგ საფრანგეთი ჩვენ ფულს დაგვიბრუნებს. ჩვენ არანაირ ჯარიმებს არ მოვითხოვთ იმის გამო, რომ პარიზმა მოქმედი კონტრაქტი დაარღვია, მაგრამ გადახდილი ფული უკან უნდა დააბრუნონ“, – აცხადებს პუტინი. მისივე განმარტებით, მომავალში რუსეთი ასეთ საკითხებში პარტნიორების შერჩევისას მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს.
„საფარანგეთმა თავისი სუვერენიტეტის ნაწილი ნატოს მიაბარა, ეს გადაწყვეტილება აშკარად ზეწოლის შედეგად იყო მიღებული. ამასთანავე, რუსეთის თავდაცვისუნარიანობისთვის ამ გადაწყვეტილებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს“, – განაცხადა პუტინმა.