უკრაინაში ჟურნალისტი ოლეს ბუზინა მოკლეს

კიევში, დეგტიარიოვის ქუჩაზე ჟურნალისტი ოლეს ბუzინა მოკლეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ბუზინას „ფორდ ფოკუსის“ მარკის ავტომანქანიდან ესროლეს. მისი ინფორმაციით, ავტომანქანას უკრაინული ნომრები არ ჰქონდა. „სავარაუდოდ, ბელორუსიის ან ლიტვის ნომრები იყო“, – წერს გერაშენკო ფეისბუqის გევრდზე.
ცნობისთვის, ოლეს ბუზინა უკრაინელი ოპოზიციონერი ჟურნალისტია. ის უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული გამონათქვამებით და ანტიუკრაინული პუბლიკაციებით არის ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები