ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების არსებობას არ ადასტურებს

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში არ იმყოფებიან, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „პირდაპირი ხაზის“ დროს გააკეთა. მისი თქმით, დღევანდელ დღეს მთავარია, რომ კიევმა შეასრულოს მინსკის შეთანხმებები და ცეცხლის შეწყვეტის შედეგად პოლიტიკური დარეგულირების საფუძველი შექმნას.
„უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია. მთავრობა მოდის და მიდის და ხალხი რჩება. რუსეთი დაინტერესებულია,. რომ მის გვერდით იყოს ძლიერი და სტაბილური ქვეყანა. ჩვენ დღესაც ვაწვდით უკრაინას ენერგომატარებლებს შეღავათიან ფასად. იმედი მაქვს რომ უკრაინა გამოვა ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც დღეს იმყოფება“,.- განაცხადა პუტინმა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ეთნიკური რუსების ინეტერესების დაცვის აცულებლობაზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები