პუტინი ნემცოვის მკვლელობას „სამარცხვინო და ტრაგიკულ“ შემთხვევას უწოდებს

ცნობილი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობა არის სამარცხვინო და ტრაგიკული მოვლენა, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „პირდაპირი ხაზის“ დროს გააკეთა.
ამასთან, მისივე თქმით, რუსეთის შსს-მ და უშიშროების სამსახურმა კარგად იმუშავა და მათთვის მკვლელობის შემსრულებელთა ვინაობა რამდენიმე საათში იყო ცნობილი. რაც შეეხება დამკვეთს, პუტინს ჯერჯერობით უჭირს პასუხის გაცემა, შეძლებენ თუ არა სამართალდამცველები მისი ვინაობის დადგენას.
„ნემცოვი ხელისუფლების მიმართ რადიკალურად განწყობილი ოპოზიციონერი იყო. მაგრამ მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. მიმაჩნია, რომ რუსეთში ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს მოქმედების საშუალება პოლიტიკური საქმიანობის საწარმოებლად“, – აცხადებს პუტინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები