რუსეთის მთავრობამ აბორტების აკრძალვის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
რუსეთის მთავრობამ დეპუტატ ევგენი ფიოდოროვის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. ფიოდოროვი ქვეყანაში აბორტებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. კერძოდ, რუსეთის მინისტრთა კაბინეტი არ ეთანხმება კანონპროექტის მუხლს, რომელიც ფეხმძიმობის ხელოვნური შეწყვეტისთვის პრეპარატების გაყიდვის აკრძალვას ეხება, ვინაიდან ეს წამლები ხშირ შემხთვევაში ქალის სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენება. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობა ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების გაყიდვის აკრძალვასაც არ ეთანხმება, ვინაიდან ეს პრეპარატები ხშირად გინეკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს გამოიყენება.