ვანდალებმა ჰილარი კლინტონის მამის საფლავი წაბილწეს
ვანდალებმა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის მამის საფლავზე ქვა ამოაბრუნეს. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი პენსილვანიის შტატის ქალაქ სკრანტონში მოხდა, სადაც ჰილარის მამა ჰიუ როდჰემია დასაფლავებული. სასაფლაოს თანამშრომლებმა ამის შესახებ მხოლოდ დილით შეიტყვეს. ამის შემდეგ მათ სასაფლაოს ქვა ისევ ადგილზე დააბრუნეს. „ვანდალები ამ ადგილებში ასეთ აქციებს საკმაოდ სხშირად აწყობენ. მე ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკმაოდ სამწუხარო მოვლენაა“, – განაცხადა სასაფლაოს თანამშრომელმა პოლ მაკგოინმა.
შეგახსენებთ, რომ ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობის შესახებ 12 აპრილს განაცხადა. ის ამერიკის „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატია.