კოლუმბიაში შეტაკებების შედეგად 10 კოლუმბიელი ჯარისკაცი დაიღუპა
სულ მცირე 10 კოლუმბიელი ჯარისკაცი დაიღუპა და 20 დაიჭრა კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი შეტაკების შედეგად. გაზეთ El Tiempo-ის ინფორმაციით, სამხედროებს „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების“ ამბოხებულები დაესხნენ თავს.
ამბოხებულებს და სამთავრობო შენაერთებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 2014 წლის დეკემბრიდან მოქმედებს. კოლუმბიური მედიის ცნობით, ეს შეტაკება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირველი დარღვევაა. კოლუმბიაში ამბოხებულებს და სამთავრობო შენაერთებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 1960-იანი წლებიდან გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ასიათასობით ადამიანი დაიღუპა და 5 მილიონზე მეტი დაშავდა.