ამერიკელმა ფოსტალიონმა კონგრესის შენობასთან ვერტმფრენი დასვა

მცირე ზომის ერთადგილიანი ვერტმფრენი ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან დაჯდა. ვერტმფრენს აშშ-ს საფოსტო სამსახურის ნიშანი ჰქონდა, საფრენ აპარატს ფოსტის თანამშრომელი, 61 წლის დაგ ხიუზი მართავდა, რომელიც დაჯდომის შემდეგ პოლიციამ დააკავა.
ABC-ის ცნობით, რამდენიმე ხნით ადრე ხიუზი ჟურნალისტებს დაუკავშირდა და საკუთარი გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „ჩემი ვერტმფრენით მე უბრალოდ მინდოდა ამერიკელი კონგრესმენებისთვის წერილები მიმეტანა. ჩემი აქცია არანაირ საფრთხეს არ შეიცავს“,- განაცხადა ხიუზმა.
ამერიკული მედიის ცნობით, 61 წლის ფოსტალიონი გეგმავდა კონგრესმენებისთვის წერილების მიტანას საარჩევნო კამპანიების დაფინანსების დღევანდელი სისტემის კრიტიკით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები