ზაურ დადაევმა აღიარა, რომ ნემცოვს რამდენჯერმე ესროლა

რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ძირითადმა ბრალდებულმა ზაურ დადაევმა აღიარა, რომ მან ნემცოვს რამდენჯერმე ესროლა, რადგანაც 3 გასროლის შემდეგ „ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო“. ამის შესახებ „როსბალტი“ დადაევის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით წერს.
„ნემცოვი და მისი მეგობარი გოგო ხიდზე მიდიოდნენ. მე მათ დავედევნე. ირგვლივ არავინ იყო, ასე რომ, ეს ადგილი მკვლელობისთვის იდეალურად ჩავთვალე. მივუახლოვდი ნემცოვს 5 მეტრის მანძილზე და მას ზურგში სამჯერ ვესროლე. ნემცოვი წაიქცა, მაგრამ შემდეგ დავინახე, რომ ის ადგომას ცდილობდა და ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ამიტომ მას კიდევ 3 – ჯერ ვესროლე “, – განუცხადა გამომძიებლებს დადაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები