ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პრესკონფერენცია „ფემენის“ აქტივისტმა ჩაშალა (ვიდეო)

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, მარიო დრაგის პრესკონფერენცია ქალთა მოძრაობა “ფემენის” ერთ-ერთმა აქტივისტმა ჩაშალა. “ევრონიუსის” ცნობით, გოგონა მაგიდაზე ახტა და მარიო დრაგის ქაღალდები ესროლა. “ევროპის ცენტრალური ბანკის დიქტატურა უნდა დასრულდეს “, – ყვიროდა აქტივისტი. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გოგონა ოთახიდან გაიყვანეს. მარიო დრაგი არ დაშავებულა. მოგვიანებით პრესკონფერენცია განახლდა. „ფემენის“ აქტივისტი დაკავებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს იმის დადგენა, თუ როგორ აღმოჩნდა ის ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები