პირველად 15 წლის განმავლობაში პალესტინელ ექიმებს ისრაელში საკუთარი ავტომობილებით შესვლის უფლება მიეცათ
პალესტინელ ექიმებს, რომლებიც პალესტინის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ისრაელის საავადმყოფოებში მუშაობენ, პირველად 15 წლის განმავლობაში სამსახურში საკუთარი ავტომობილებით მისვლის უფლება მიეცათ. ისრაელის მედიის ცნობით, ქალაქ იუდეას და სამარიას ადმინისტრაციამ ეს უფლება მედიცინის 100 მუშაკს მისცა. აქამდე პალესტინელი მედოკოსები იძულებულები იყვნენ, მანქანები საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დაეტოვებინათ და საავადმყოფოებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისულიყვნენ.