რუსეთში ავტომობილების „ხელზე შეძენა“ შეიძლება აიკრძალოს

რუსეთში მეორადი ავტომობილის „ხელზე შეძენა“ უახლოეს მომავალში შეიძლება აიკრძალოს. ეს წინადადება, რომელიც „რუსეთის ავტოდილერების ასოციაციის“ ექსპერტებმა მოამზადეს, უახლოეს მომავალში მრეწველობის ადა ვაჭრობის სამინისტროს გადაეგზავნება. შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, ავტომობილები სპეციალური დილერების ცენტრებში გაიყიდება. ინიციატივის ავტორთა აზრით, ეს გაყიდული ავტომობილების უსაფრთხოებას გააუმჯობესებს და ასევე ბიუჯეტში შენატანს გაზრდის. მეორადი ავტომობილების ბაზრის წლიური ბრუნვა რუსეთში 60 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები