სანქტ – პეტერბურგის ტყეში სამხრეთ კორეის კერპების ძეგლები მოჭრეს
ვანდალებმა სანქტ-პეტერბურგის სოსნოვკას პარკში კორეული კერპის – ჩანსინის ოთხი გიგანტური ქანდაკება მოჭრეს. ის პეტერბურგის მთავრობას სამხრეთ კორეამ 2003 წელს აჩუქა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, როდესაც ერთ-ერთი მოქალაქე ამის მიზეზით დაინტერესდა, მას უპასუხეს: „მიმდინარეობს სპეცოპერაცია, ჩვენ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ და ასეთი რამ არავის სჭირდება“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა მაქსიმ დოვჟენკომ. მოგვიანებით ინციდენტის ადგილას პოლიცია გამოჩნდა, რომლის წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ ამ საქმეს სპეციალური განყოფილება მიხედავს, რომელიც რელიგიური ფანატიკოსებით არის დაკავებული.