ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად 400 ლიბიელი მიგრანტი დაიღუპა

ლიბიიდან იტალიაში მიმავალი მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად 400 ადამიანი დაიღუპა. 150-ის გადარჩენა მოხერხდა, ისინი იტალიის სანაპიროზე გადაიყვანეს. გადარჩენილი მგზავრების თქმით, კატასტროფა ზღვაში გასვლიდან 24 საათში მოხდა. მიგრაციის საერთაშორისო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში აფრიკიდან მომავალი 500-ზე მეტი დევნილი დაიღუპა. მიგრანტები ევროპაში გადასვლას, ძირითადად, ლიბიიდან ცდილობენ, სადაც გაუსაძლისი მატერიალური მდგომარეობაა შექმნილი და კლანებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები