აშშ-ში, მისურის შტატში მკვლელობაში ბრალდებული სიკვდილით დასაჯეს
52 წლის ანდრე კოული აშშ-ს მისურის შტატში სიკვდილით დასაჯეს. კოულს 1998 წელს ენტონი კერტისის მკვლელობა ედება ბრალად, რომელიც მან დანით მოკლა. გარდა ამისა, კოულმა იმ ინციდენტის დროს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა საკუთარ ცოლს, რომელიც გადარჩა. დაცვის მხარე ირწმუნებოდა, რომ კოული ფსიქიკურად გაუწონასწორებებლი პირი იყო და მისთვის საჯელის შემსუბუქებას ითხობდა. თუმცა აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ყველა ეს შუამდგომლობა უარყო. კოულს სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს. მიმდინარე წელს ის მისურის შტატში მესამე პატიმარია. რომელიც სიკვდილით იყო დასჯილი.