საჯარო რეესტრის თანამშრომელი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ნოდარ გოგოლაძე დააკავეს.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნოდარ გოგოლაძემ, როდესაც ის მუშაობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივირების სექტორის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და ასევე, ასრულებდა რეგისტრატორის მოვალეობას, 2011-2013 წლებში, გაყალბებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, გამორჩენის მიღების მიზნით, მოქალაქეებს – მიხეილ ხუციშვილს, ანა შერმადინსა და გიორგი ხუციშვილს, საკუთრებაში დაურეგისტრირა დუშეთის რაიონში მდებარე ვითომდა მიწის რეფორმით მიღებული, საერთო ჯამში, 5 124 კვ.მ. ფართობის მქონე, 121 100 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და უძრავი ქონება. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, ნოდარ გოგოლაძის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა მნიშნელოვანი მატერიალური ზიანი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 332-ე მუხლით