ჰიროსიმის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიული დაჯდომის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა

სამხრეთ კორეის ავიკომპანია „Asiana“-ს „A-320“-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ინჩხონიდან ჰიროსიმაში მიფრინავდა, დაჯდომისას ასაფრენი ბილიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა. შემთხვევის შედეგად 23-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.
ავარიის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. დაშავებულები აეროპორტში გადაიყვანეს, მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავარიის გამო ჰიროსიმის აეროპორტი რამდენიმე საათით დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები