რუსეთში შესაძლოა, პორნოსაიტები დაიბლოკოს
რუსეთის ფედერაციაში შესაძლოა, პრონოგრაფიული ხასიათის ვებგვერდები აიკრძალოს. ელექტრონული ჟურნალის ziv.ru-ს ინფორმაციით, ეს აკრძალვა ამ ეტაპზე უკვე 136 ვებგვერდს ეხება. საუბარია მსოლოდ რუსულ ვებგვერდებზე, უცსოეთის პორნოსაიტებს რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, არ შეეხება.
უკრანაში საომარი მოქმედებების და დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთში რამდენჯერმე გაისმა ინტერნეტის შეზღუდვის, ან საერთოდ გაუქმების იდეა. თუმცა ეს იდეები მხოლოდ ასეთებად დარჩნენ და ამ ეტაპზე ქვეყნის ხელისუფლებას ინტერნეტის გავრცელებაზე კონტროლი არ დაუწესებია.