სომალიში განათლების სამინისტროზე „ბოევიკების“ თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა

 

„ბოევიკებმა“ სომალის დედაქალაქ მოგადიშოში განათლების სამინისტროს თავს დაესხნენ. მათ სამინისტროს შესასვლელთან ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ავტობობილი ააფეთქეს და შემდეგ შენობაში შეაღწიეს. ორმხრივი სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტების გასანეიტრალებლად სპეცრაზმის გამოძახებაც გახდა აუცილებელი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ორგანიზაცია „ალ შაბააბმა“, რომელიც „ალ ყაედასთან“ არის დაკავშირებული.ეს ორგანიზაცია სომალის დედაქალაქში თავდასხმებს რეგულარულად აწყობს. ის ამ მეთოდებით ქვეყნის მთავრობას და მის მხარდამჭერ აფრიკულ კავშირს ებრძვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები