ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სიცრუის დეტექტორზე შემოწმებას დათანხმდა

რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ძირითადი ეჭვმიტანილი ზაურ დადაევი სიცრუის დეტექტორზე შემოწმებას დათანხმდა. ის ტესტის გავლას უდანაშაულობის დასამტკიცებლად აპირებს. გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, ბრალდებულის ახალ ადვოკატს შამსუდინ ცაკაევს იმედი აქვს, რომ ამ შუამდგომლობას გამოძიება დათანხმდება.
„მე შევხვდი ზაურ დადაევს და საუბრის შედეგად დასკვნა გამოვიტანე, რომ ის ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავე არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა, რომლის თქმით, დადაევს აღიარებითი ჩვენება მუქარის და წამების მეშვეობით დააწერინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები