ერაყის დედაქალაქში ავტომობილის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

11 ადამიანი დაიღუპა და ოცამდე დაიჭრა ბაღდადში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად. ტელეკომპანია „ალ-არაბიას“ ინფორმაციით, ტერაქტი ერაყის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში მოხდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თებერვლის განმავლობაში ბაღდადში მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად, 37 ადამიანი დაიღუპა და 100-დე დაიჭრა. ამ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები