რუსეთმა ირანისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-300-ის გადაცემა გადაწყვიტა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-300-ის გადაცემაზე აკრძალვა გააუქმა. შესაბამის ბრძანებულებას მან ხელი უკვე მოაწერა. ირანთან კონტრაქტი 2007 წელს იყო გაფორმებული. შეთანხმების მიხედვით, მოსკოვს თეირანისთვის საზენიტო კომპლექსის ხუთი დივიზიონი უნდა გადაეცა, რომლის ღირებულება 800 მილიონ დოლარს შეადგენდა.
2010 წელს გაერომ თეირანს სანქციები დაუწესა, რის გამოც ეს კონტრაქტი ჩაიშალა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დასავლეთის ქვეყნებმა და რუსეთმა თეირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ეს ხელშეკრულება ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა, თუმცა ჯერჯერობით სანქციები გაუქმებული არ არის.