ევროინტეგრაციის კომიტეტი ვიშეგრადის ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი და კომიტეტის წევრი ვიქტორ დოლიძე ხვალ, პრაღაში, ვიშეგრადის ჯგუფის წევრი ქვეყნების (ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) პარლამენტთა ევროპულ საქმეთა კომიტეტების შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრის მიზანია, ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით პარლამენტთაშორისი ურთიერთობის გაღრმავება და პოლიტიკური დიალოგის წარმოება ვიშეგრადის ჯგუფის წევრი ქვეყნების პარლამენტებს შორის. შეხვედრაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ენერგოუსაფრთხოება და “აღმოსავლეთ პარტნიორობა” რიგის სამიტამდე. მონაწილე მხარეები რიგის სამიტისთვის რეკომენდაციას შეიმუშავებენ. ვიშეგრადის ჯგუფის წევრი ქვეყნების შეხვედრა პრესკონფერენციით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები