სუამ-ი რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას გმობს

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ი რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას გმობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ე.წ. ხელშეკრულება, ისევე როგორც გასულ წელს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება” მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს უკანონო აქტი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და არა აქვს იურიდიული ძალა”, – აღნიშნულია სუამ-ის განცხადებაში.
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები