ცხინვალმა ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რეგიონის ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტა.
გამარტივებული მიმოსვლა 11-12 აპრილს მხოლოდ ე.წ. სამხრეთის ოსეთის მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი.
ქართული მხარის მოთხოვნა, მოსახლეობისთვის ეკლესიებისა და სასაფლაოების მონახულების უფლება მიეცათ, დე ფაქტო რეჟიმმა არ დააკმაყოფილა.
“ერთობლივი ძალისხმევა წელსაც უშედეგოდ დასრულდა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება, ისევე, როგორც სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება და და რუსეთის საოკუპაციო ძალები, მოსახლეობას შესაძლებლობას არ აძლევენ, მოინახულონ სალოცავები და საფლავები. ეს იქნებოდა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ნაბიჯი”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველა მოადგილემ ქეთი ციხელაშვილმა.
ე.წ. სასაზღვრო რეჟიმი ძველი გრაფიკით 13 აპრილიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები