ცხინვალის რეჟიმი 11-12 აპრილს საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვრს დაკეტავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი 11 და 12 აპრილს ე.წ. საზღვარზე გადასასვლელებს კეტავს. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება სააღდგომო დღესასწაულს უკავშირდება.
„აღდგომის დღესასწაულის პერიოდში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების ღონისძიებებთან დაკავშირებით, 11-12 აპრილს საზღვრის გადაკვეთის ადგილებში არ განხორციელდება მოქალაქეთა გაშვება სამხრეთ ოსეთის საზღვარზე საქართველოსთან“, – აცხადებენ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურში.
13 აპრილიდან საქართველოსთან საზღვარზე მოქალაქეთა გაშვების რეჟიმი კვლავ განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები