ქუთაისში რუსმა ცოლ-ქმარმა პუტინის წინააღმდეგ აქცია გამართა

  „პუტინ, გაეშვი უკრაინას“, – ამ სლოგანით ქუთაისში მყოფმა რუსმა ცოლ-ქმარმა ქალაქის ცენტრში ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. ტურისტი ცოლ-ქმარი აცხადებს, რომ მათ უნდათ, საზოგადოებას მიმდინარე პროცესებზე სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. ვლადიმერ პუტინს კი უკრაინელი ხალხის დევნის შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ.
“პუტინმა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ერს თავი უნდა დაანებოს. მე, როგორც რუსეთის მოქალაქე, გამოვხატავ ჩემს აზრს და მოვუწოდებ პუტინს, რომ უკრაინელი ხალხის დევნა შეწყვიტოს. უკრაინა ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ აქციის მოწყობა”, – განაცხადა საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსულმა რუსმა ცოლ-ქმარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები