2014 წელი ბავშვთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადდა

  2014 წელი ბავშვთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადდა. ხსენებული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. პარლამენტმა სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა, რომელიც კონკრეტული კანონების მიღებას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პარლამენტს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებში ბავშვთა ფონდის რეგიონალური დირექტორი მარი პიერ პუარიე სტუმრობდა. როგორც მან განაცხადა, ბავშვთა ფონდი პარლამენტთან პარტნიორობას გააგრძელებს, რომ ბავშვებისთვის რეალური ცვლილებები განხორციელდეს.
“პარლამენტის როლი უაღრესად დიდია ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხში. აუცილებელია ახალი კანონების შემუშავება და მიღება, მაგრამ ასევე გადამწყვეტია მონიტორინგი, რომ კანონები განხორციელდეს და ბავშვებისთვის სასიკეთო შედეგები მოიტანოს”, – აღნიშნა პუარიემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები