ლალი მოროშკინა გიორგი ტუღუშის დასჯას ითხოვს

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა მოითხოვს, რომ ყოფილი სახალხო დამცველი და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი გიორგი ტუღუში სამართლის წინაშე წარსდგეს.
როგორც მოროშკინა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, გიორგი ტუღუშმა ციხის სათვალთვალო კამერებით გადაღებული ყველა ჩანაწერი, რომელიც ადასტურებდა როგორ გადაჰყავდათ ბესო ხარძიანი (ბიზნესმენი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოკლედ) საკნიდან, როგორ შედის შუაღამისას ციხეში ნოტარიუსი და ქონებას ბიზნესმენ გია უდესიანის სახელზე და იმ პირებზე აფორმებინებს ვისზეც მიუთითეს, – გაანადგურა. „არსებობს მკვლელი და არსებობს „ჩისტილჩიკი“, რომელიც დანაშაულის ადგილს ასუფთავებს, რათა კვალი არ დარჩეს. ტუღუში ციხეში სწორედ „ჩისტილჩიკის“ ფუნქციას ასრულებდა. მისი დამსახურებაა, რომ არ ვიცით იმ ადამიანების ვინაობა, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უპრობლემოდ შედიოდა და ამა თუ იმ ჩინოვნიკის დავალებით პატიმრებს აწამებდა. მაქვს მტკიცებულებები, როგორ მალავდა მისი უწყება პატიმრების წერილებს, რომ ისინი ადრესატამდე არ მისულიყო. გიორგი ტუღუში სისხლის სამართლის დამნაშავეა და ის უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა ლალი მოროშკინამ “ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. მოროშკინას თქმითვე, ბიზნესმენმა მკვლელობამდე, მას უთხრა, რომ ციხეში მასთან მხოლოდ გია უდესიანის სახელით შედიოდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. მოროშკინას განცხადებით, ბესო ხარძიანს და პოლიციელ გიორგი გუდაძეს ერთი და იმავე მაყუჩიანი იარაღით ესროლეს. მისივე თქმით, დამკვეთთა ერთი წრე არსებობს და ამ ვითარებაში ისმის ერთი კითხვა – შემდეგი ვინ იქნება? როგორც მოროშკინა აცხადებს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მის უწყებაში სააკაშვილის რამდენიმე აგენტი უკვე გამოავლინა და ამ პროცესის გაგრძელება სასციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთმა ორგანიზებულმა მკვლელობამ შესაძლოა ქვეყანაში ქაოსი და სამოქალაქო ომი გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები