სოხუმი საქართველოს ხელისუფლებას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არტურ გაგულია საქართველოს ხელისუფლებას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს, ვინაიდან, მისი აზრით, ის თავად თბილისის ინტერესებში არ შედის. აფხაზური მედიის ცნობით, გაგულიამ ეს განცხადება ევროკავშირის მოთხოვნის კომენტირებისას გააკეთა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის შემსუბუქებისკენ მოუწოდებს.
გაგულიას აზრით, ეს კანონი რუსეთ-საქართველოს დიალოგს დაბრკოლებას უქმნის, ასევე „ართულებს თბილისს და სოხუმს შორის ისედაც რთულ ურთიერთობებს“. „კანონი საქართველოს ხელსუფლების ინტერესებშიარ შედის, ის ართულებს ჰუმანიტარულ სიტუაციას რეგიონში, ამიტომ ევროკავშირის მოწოდებები ამ კანონის შემსუბუქების ან გაუქმების შესახებ მომავალშიც არაერთხელ გაჟღერდება“, – ამბობს გაგულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები