მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოეწერათ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საქართველოს მოქალაქეებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების კომპანიების მიერ 20 000 ლარამდე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა.
დღევანდელ საჯარო სხდომაზე კომისიამ მოქალაქეებსა და შპს “ყაზტრანსგაზ თბილისს”, სს “თელასსა” და შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” შორის არსებულ დავებზე იმსჯელა.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხდება მათი უფლებების დარღვევა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე: 2420180, ასევე კომისიის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით.