მანდატურმა მოსწავლე გადაარჩინა
მანდატურმა გიორგი მელიქიძემ პირველკლასელის სიცოცხლე გადაარჩინა. მოსწავლეს უცხო სხეული გადასცდა. მანდატურმა მას პირველადი სამედიცინო დახმარება დროულად გაუწია. როგორც მანდატურის სამსახურში აცხადებენ, მანდატურებს გავლილი აქვთ პირველადი სამედიცინო დახმარების მოსამზადებელი კურსი. აღნიშნული კურსი მათ ეხმარება, კრიზისულ სიტუაციებში დაიცვან ბავშვთა უსაფრთხოება. მანდატურის სამსახური გიორგი მიქელაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობას უხდის.