შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აუტიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში, სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა თანამშრომლებთან ერთად, აუტიზმის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშელებმა აუტიზმის შესახებ ცნობერების ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში სიმულაციური ჩვენებები ჩაატარეს. წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით, მოხდა სასწავლო კოშკიდან მეხანძრე-მაშველების მიერ დაზარალებულის ჩამოყვანა, ხანძრის სპეციალური ქაფით ჩაქრობა და წყლის ფარდის გაშლა. ასევე, მოეწყო სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოფენა, დაიდგა გასაბერი კარავი, სადაც ბავშვებს საშუალება ჰქონდათ, სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ. ღონისძიების დასასრულს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და სააგენტოს თანამშრომლებმა ბავშვებს სიმბოლურად ლურჯი ფერის ბუშტები და სათამაშო სახანძრო მანქანები გადასცეს.