ნინელი ჭანკვეტაძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მსახიობი სტუდენტებს სფეროში მის პირველ ნაბიჯებზე ესაუბრა, ასევე გაიხსენა მისთვის საყვარელი ფილმები და სპექტაკლები. მან ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ დაისახონ ცხოვრებაში მიზანი, რომელსაც ეკლიან გზაზე სიარულის მიუხედავად, მაინც შეასრულებენ. “მე ვიზრდებოდი ოჯახში, რომელსაც სამსახიობო გარემოსთან კავშრი არ ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით ნინა ბებოს, რომელიც კარგად უკრავდა და მღეროდა. სკოლაში ვიყავი კარგი მოსაწავლე და, შესაბამისად, ყველა ამბობდა, რომ “დოქტური” უნდა გამოვსულიყავი, თუმცა როდესაც არჩევანის წინაშე დავდექი, სრულიად შემთხვევით გადავწყვიტე სამსახიობოზე ჩაბარება. ჩემი ოჯახი ამის წინააღმდეგი იყო, თუმცა მიზანი, რომელიც დასახული მქონდა, ავისრულე. იმის მიუხედავად, რომ გამოცდებზე არც ერთი მშობელი არ დამყვებოდა, მე მაინც საუკეთესო შეფასებები მივიღე. ოჯახში ჩემს მსახიობობას სკეპტიკურად უყურებდნენ. მინდა ვთქვა, რომ როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე, საბუთების შევსების დროს შევხდი ადამიანს, რომელმაც შემდგომში ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა, ეს იყო მიხელ თუმანიშვილი. მე მინდა თქვენ – ყველამ ეძებოთ თქვენი მიშა და გყავდეთ პროფესიონალი ადამიანი, რომლის მაგალითებზეც ისწავლით”, – განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები