პაატა ზაქარეიშვიილი ებრაელ მოქალაქეებს ფესახის დღესასწაულს ულოცავს
დღეს ებრაელი მოქალაქეები ფესახის დღესასწაულს აღნიშნავენ. დღესასწაული ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობიდან გამოხსნას ეძღვნება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი უერთდება ამ მოლოცვას და ებრაელ ხალხს მშვიდობას, წარმატებებს და ბედნიერ მომავალს უსურვებს.
“გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, რომელიც ებრაელი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენას – ეგვიპტის მონობისგან ებრაელი ხალხის განთავისუფლებას უკავშირდება. საამაყოა, რომ ებრაელები საქართველოში მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. თქვენი თვითმყოფადობა, კულტურა და რელიგია, ჩვენი ქვეყნის, მისი ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, წარმატებები და ბედნიერი მომავალი. მრავალეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს დასაყრდენს წარმოადგენს”,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.