იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა

იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებსა და პატრულისა და დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა ცენტრალურ შესასვლელი ჩაკეტეს. სამართალდამცველები შეეცადნენ, რომ ისინი ტერიტორიიდან გაეყვანათ და შესასვლელი გაეხსნათ, თუმცა ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან ცენტრალურ შესასვლელთან, რის გამოც შესასვლელი დაკეტილია. იუსტიციის სახლში მოქალაქეები შესვლას და გამოსვლას გვერდითი შესასვლელიდან ახერხებენ. აქციას იპოთეკით დაზარალებულები და ე.წ. ატსტუპნიკები მართავენ. ისინი იუსტიციის სამინისტროსგან და მთავრობისგან გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებას, ასევე იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები