სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები ლევან ყიფიანთან შეხვედრას ითხოვენ

სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრებთან შეხვდრას ითხოვენ. საინიციატივო ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც ხელს ფედერაციების ხელმძღვანელები აწერენ. აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია აპოლიტიკურია. შესაბამისად, მისი მიზნები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან არ არის დაკავშირებული.
„ნებისმიერ დარგს განვითარებისათვის სჭირდება სიმშვიდე და თანამიმდევრულობა. სპორტი არ არის გამონაკლისი, უფრო მეტად მგრძნობიარე სფეროა, ჩვენ – ფედერაციებმა გადავწყვიტეთ, რომ თუ სპორტში რამე ხდება, ჩვენც საქმის კურსში უნდა ვიყოთ. ამიტომ გვსურს, შევხვდეთ ორივე მხარეს, მოვუსმინოთ. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, რომ გავერკვეთ, თუ როგორ განვვითარდეთ და როგორ წავიდეთ ხვალინდელი დღისაკენ”,-განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები