ადიგენში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა – დაშავებულია მცირეწლოვანი

ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
“კვირას“ ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ფარეხასთან მოხდა. “ოპელის” მარკის ავტომობილში მსხდომი სამი პირიდან ერთ-ერთი ქალბატონი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. მანქანაში იმყოფებოდა მცირეწლოვანიც. არსებული ინფორმაციით, ბავშვს მოტეხილობები აღენიშნება. როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები