სოხუმსა და ცხინვალში გიორგი მარგველაშვილს პასუხობენ

პარლამენტში გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებები აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით სოხუმისა და ცხინვალის უკმაყოფილებას იწვევს. ასე, მაგალითად, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, “საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დახუჭოს თვალები 2008 წლის შემდეგ შექმნილ რეალობაზე და არ უნდა მოახდინოს აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, იგნორირება”. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თიმურ შანავამ განაცხადა.
რაც შეეხება ცხინვალის პოზიციას, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ე.წ. სპეცწარმომადგენელი მურატ ჯიოევი ყურადღებას ამახვილებს მარგველაშვილის განცხადებაზე, რომ საქართველოს პოლიტიკის ძირითადი მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ცხინვალში ამ განცხადებას აღიქვამენ, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიის მცდელობას. ასევე ცხინვალში უკმაყოფილებას გამოთქვამენ საქართველოსა და ნატოს დაახლოებით. მათი შეფასებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ოკუპირებული ტერიტორიის დე ფაქტო ხელისუფლებას რეალურ საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები