ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს შენიშვნა მისცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს შენიშვნა მისცა. მისი თქმით, წინა კვირას პრემიერის პრესკონფერენციაზე გაზეთის ჟურნალისტებს მისთვის კითხვის დასმის საშუალება არ მიეცათ. პრემიერმა პრესსამსახურს მოუწოდა, მომავალში ეს პრობლემა გამოასწორონ.
„მე მინდა მივმართო პრესსამსახურს, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს მომავალში პრესკონფერენციების გამართვის დროს და ყველა მისცეს თანაბრად უფლება, საშუალება, დამისვან შეკითხვა. მე ვიცი, რომ გაზეთებს არ მიეცათ კითხვის დასმის საშუალება. ეს მიიღეთ, როგორც შენიშვნა და მომავალში გამოასწორეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები