პარლამენტის წევრი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა და მიიმალა – რას აცხადებს დეპუტატი „კვირასთან“

 

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრი, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე სოფელ ლესაში ადგილობრივ მცხოვრებს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ინფორმაცია „კვირამ“ თავად დეპუტატთან გადაამოწმა. თემურ ჩხაიძემ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არც უარყო და არ დაადასტურა. როგორც „კვირას“ თემურ ჩხაიძემ განუცხადა, მან ყველაფერი თავად მოაგვარა.
„არაფერი არ მოხდარა ისეთი, იყო რაღაც გაუგებრობა და მოგვარდა ყველაფერი“, – აღნიშნა „კვირასთან“ სატელეფონო საუბრისას.
„გურიის მოამბემ“ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნასვამი დეპუტატი ადგილობრივ მცხოვრებს ზვიად ფუტკარაძეს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათივე ცნობით, დაზარალებული ფუტკარაძე ლანჩხუთში, “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს. ფუტკარაძე საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები