ალექსანდრე შიუკაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

გორის რაიონში, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ კირბალის განაპირას, 19 მარტს დაკავებული 34 წლის ალექსანდრე შიუკაშვილი გაათავისუფლეს. შიუკაშვილის განცხადებით, მისმა ოჯახმა გათავისუფლების სანაცვლოდ ე.წ. საჯარიმო თანხა 2000 რუბლი გადაიხადა. ყოფილი პატიმრის თქმით, მას ე.წ. მესაზღვრეები დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო ცხინვალის ე.წ. მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ფიზიკურ ზეწოლას ადგილი აღარ ჰქონია. შიუკაშვილის თქმით, მასთან ერთად ცხინვალის მილიციის იზოლატორში სამი ქართველიც იმყოფებოდა, მათი გათავისუფლებაც მოხერხდა.
რაც შეეხება სოფელ ქვეშის განაპირას ერთი თვის წინ დაკავებულ 24 წლის ახალგაზრდას, იგი ჯერჯერობით ცხინვალში პატიმრობაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები