7 წლის ბუკა ნიკურაძის მკურნალობისთვის სოლიდარობის ფონდი 53 000 აშშ დოლარს გამოყოფს

7 წლის ბუკა ნიკურაძე, რომელსაც გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებოდა, თურქეთის კლინიკაში გადაჰყავთ. ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე წერს. მისი ინფორმაციით, სოლიდარობის ფონდმა 53 000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადა.
„სოლიდარობის ფონდის კომისიის ყველა წევრის თანხმობა მიღებულია და დღეს ბავშვი უკვე გადაჰყავთ თურქეთის კლინიკაში. ფონდმა 53 000 აშშ დოლარის დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადა. უამრავი ჩემი მეგობარი აზიარებს. ალბათ, მნიშნველოვნია ეს ინფორმაცია“,-წერს ნინო კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
7 წლის ბუკა ნიკურაძეს ლეიკემია აღმოაჩნდა. ის მკურნალობის კურსს იაშვილის კლინიკაში გადიოდა. როგორც ბუკას დედა აცხადებს, ორგანიზმი ქიმიას არ იღებს და პაციენტს, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ მოუწევს მკურნალობის გაგრძელება, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები